Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში გაიმართება რიგგარეშე სხდომა


დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართება რიგგარეშე სხდომა, რომლის დღის წესრიგშიც 30 - მდე საკითხის განხილვა იგეგმება. ბოიკოტის ნიშნად სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტის მუშაობაში ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება:

"ოპოზიციის ბოიკოტი, საპარლამენტო მუშაობაზე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სახით - დადებითად ან უარყოფითად აისახება. როდესაც ისინი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულები იყვნენ და ბოიკოტის რეჟიმზე არ იყვნენ, დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური საბოტაჟით," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რიგგარეშე სხდომაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს გაიხსნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG