Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია მასპინძლობს მნიშვნელოვან სამიტს ლიბიის კონფლიქტზე


ათზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, თურქეთის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები 19 იანვარს ბერლინში იკრიბებიან, სამიტზე, რომელზეც იმსჯელებენ ლიბიაში კონფლიქტის დასრულების და სირიის კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ლტოლვილების კრიზისის მსგავსი ვითარების შექმნის არდაშვების გზებზე.

თურქეთის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, მასპინძლობს კანცლერი ანგელა მერკელი. სამიტის მხარდამჭერია გაეროც. შეხვედრაზე შეეცდებიან, უცხოეთის ძალები დაარწმუნონ, შეწყვიტონ კონფლიქტის გაღვივება სამხედროებით, შეიარაღებით თუ ფინანსური დახმარებით.

ბერლინის მოლაპარაკებების ორგანიზატორები გამოთქვამენ იმედს, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, რაც არ დაუშვებს კონფლიქტის ინტენსიფიკაციას ჩრდილოეთ აფრიკის ამ ნავთობით მდიდარ, 7 მილიონამდე მოსახლის მქონე სახელმწიფოში.

მოელიან, რომ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ლიბიის გაეროს მიერ აღიარებული, ტრიპოლიში მყოფი ეროვნული მთავრობის ლიდერები და მეამბოხეთა ლიდერი ხალიფა ჰაფტარი, რომლის ძალები ქალაქ ტობრუკში არიან დაფუძნებული.

ლიბიაში არეულობა სუფევს 2011 წელს მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG