Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის კურორტ დავოსში მუშაობას იწყებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი


შვეიცარიის კურორტ დავოსში იხსნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. 50-ე სესიაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. ფორუმზე 117 ქვეყნის 3000-მდე წარმომადგენელი მოიყრის თავს. მოელიან 50-ზე მეტი ქვეყნისა და მთავრობის ლიდერების ჩასვლას. დავოსში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ვარაუდობენ, რომ შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ისაუბრებენ ახალი ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ, ჯანდაცვის პრობლემებზე, „შრომის ბაზრის“ მომავალსა და ბიზნესზე, ასევე სამხედრო კონფლიქტების მოგვარებაზე. წლევანდელი ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემაა ეკოლოგია. ფორუმზე უკვე გამოვიდნენ ეკოაქტივისტები, მათ შორის, შვედი ეკოლოგიური აქტივისტი გრეტა თუნბერგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG