Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში გარდაცვლილი ნახეს ეროვნული მოძრაობის წევრი გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი


უბედური შემთხვევის ადგილი რუსთავში
უბედური შემთხვევის ადგილი რუსთავში

რუსთავში, სავარაუდოდ ბუნებრივი გაზის ნამწვის, CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალნენ ყოფილი პოლიტპატიმარი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი იაგო.

მათი ცხედრები ნათესავმა აღმოაჩინა და პოლიცია გამოიძახა. „სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილები არიან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გურამ გოგბაიძის ძმისშვილმა. ნათესავები ვარაუდობენ, რომ გაზის ნამწვი წყლის გამათბობლიდან დაგროვდა.

უბედური შემთხვევა მოხდა მშენებელთა ქუჩაზე, ყოფილი „ვენდისპანსერის“ შენობაში, სადაც წლების წინ შეასახლეს დევნილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. ადგილზე პოლიციელებთან ერთად იმყოფებიან გაზგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG