Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს ხორცით ვერ ამარაგებენ


ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები ხორცით მომზადებული საკვების გარეშე დარჩნენ. მუნიციპალიტეტის 22 დაწესებულებას საქონლის და ქათმის ხორცი რამდენიმე დღეა არ მიეწოდება.

ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაზა ზაუტაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმწოდებელმა კომპანიამ, რომელმაც ტენდერში დაბალი ფასის გამო გაიმარჯვა, ელექტრონულ სისტემაში არ ატვირთა საჭირო დოკუმენტები და მასთან ხელშეკრულება ვერ გაფორმდა.

ზაზა ზაუტაშვილის ინფორმაციით, ტენდერში მეორე კომპანიაც მონაწილეობდა და ახლა მასთან ცდილობენ ხელშეკრულების გაფორმებას. თუ შეთანხმება შედგა, როგორც ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ხორცს ორშაბათიდან შეიტანენ, სხვა შემთხვევაში კი, პროდუქტს გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით შეიძენენ და პარალელურად ახალ ტენდერს გამოაცხადებენ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში, სადაც 1300-მდე აღსაზრდელია, ზამთრის არდადეგები 20 იანვარს დასრულდა.

XS
SM
MD
LG