Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გამო მადლობას უხდის


მევლუთ ჩავუშოღლუ, დავით ზალკალიანი
მევლუთ ჩავუშოღლუ, დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას მადლობას უხდის ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადების გამო. სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს წერს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ამ მხარდაჭერის მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთილია:

„მადლობას გიხდით ნატოში საქართველოს გაწევრიანების დაუღალავ სწრაფვაში გამამხნევებელი მხარდაჭერისთვის. დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, თქვენი მხარდაჭერის მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთილია. ჩვენ მყარად ვდგავართ ნატოსკენ არჩეულ გზაზე“, - წერს დავით ზალკალიანი.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოვიდა ნატოს გაფართოებისა და მასში საქართველოს მიღების მოწოდებით.

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან არ ავამოქმედეთ საქართველოსთვის MAP-ი, რათა ის წევრი გახდეს", - განაცხადა ჩავუშოღლუმ შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე.

ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან უკეთესი მეზობლური ურთიერთობისთვის, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ თანხმდებიან საქართველოს მოპატიჟებას, ვინაიდან არ სურთ რუსეთის პროვოცირება. მაგრამ საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვესაჭიროება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ასე რომ, გვჭირდება გაფართოება და საქართველო წევრი უნდა გახდეს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

XS
SM
MD
LG