Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოროსი მილიარდ დოლარს გაიღებს „პოტენციურ და მოქმედ დიქტატორებთან“ საბრძოლველად და აკრიტიკებს პუტინს და ტრამპს


ამერიკელმა მილიარდერმა და ლიბერალმა აქტივისტმა, ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ მილიარდ დოლარს გაიღებს საუნივერსიტეტო ქსელის შესაქმნელად, რათა მხარდაჭერა გაუწიოს სამოქალაქო საზოგადოებას. სოროსის თქმით, მსოფლოში იზრდება ისეთი მმართველების რაოდენობა, რომლებიც „პოტენციური ან მოქმედი დიქტატორები“ არიან. უნგრეთში დაბადებულმა მილიარდერმა მძაფრი კრიტიკა გამოთქვა აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მიმართ.

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში, 89 წლის ქველმოქმედმა თქვა, რომ მისი ეს ინიციატივა მის სიცოცხლეში „ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პროექტი იქნება“.

სოროსის თქმით, კაცობრიობა შემობრუნების წერტილზეა ახლა და მომავალი რამდენიმე წელიწადი განსაზღრავს ისეთი მმართველების, როგორიც არიან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის მმართველი სი ძინპინი, და ასევე სამყაროს ბედს.

„ისტორიის ტრანსფორმაციის მომენტი დგას. ღია საზოგადოებების გადარჩენა საფრთხის ქვეშაა და ჩვენ წინაშეა უფრო დიდი კრიზისი, კლიმატის ცვლილება“, - განაცხადა სოროსმა.

მან სინანული გამოთქვა, რომ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები, აშშ, ჩინეთი და რუსეთი - პუტინის მმართველობის ქვეშ, არიან „პოტენციური ან მოქმედი დიქტატორების ხელში“ და ავტორიტარული მმართველების რიგები იზრდება“.

სოროსმა გააკრიტიკა ტრამპი და თავისი გამოსვლის ბოლოს რეპორტიორებს უთხრა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „თაღლითი“, „უკანასკნელი ნარცისი“ და „კლიმატის უარმყოფელია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG