Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს ფოსტის“ განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის გზავნილი არ დაკარგულა


„სამი თვეა საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა. სინამდვილეში სუს-მა ამოიღო“, - დაწერეს ირაკლი ოქრუაშვილის სახელით „ფეისბუკზე“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, აღნიშნავს, რომ ორი კვირის წინ ხელახლა ამოაბეჭდინა საჩივარი და სტრასბურგში მეგობარს გაატანა.

რადიო თავისუფლება ამ თემაზე „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენელს დაუკავშირდა.

„აღნიშნულ გზავნილთან დაკავშირებით „საქართველოს ფოსტა“-მ გამგზავნის განცხადების საფუძველზე განახორციელა დეტალური მოკვლევა, რომლის შედეგებიც გადაეგზავნა გამგზავნს, სადაც დასტურდება გზავნილის ჩაბარება ადრესატისთვის. შესაბამისად, გზავნილი არ დაკარგულა“, - აცხადებენ „საქართველოს ფოსტაში“.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. მას პროკურატურა ადანაშაულებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისიდან აქვს შეფარდებული. მისი დაფუძნებული პარტია „გამარჯვებული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG