Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა


დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ინფორმაცია თავად იზორიამ დაადასტურა POSTV-ის ტოკშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

„ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევა, პატივი და პასუხისმგებლობაა. ზოგმა ეს მიიღო, როგორც დასჯა. მე მოვუწოდებ მათ, რომ შეარჩიონ ტერმინოლოგია. ეს ერთგვარად ქვეყნის დაკნინებაც არის", - თქვა იზორიამ.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი იყო.

გადაცემის დაწყებისას შალვა რამიშვილმა აღნიშნა, რომ იზორია აღარ არის დაზვერვის სამსახურის უფროსი.

ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად 12 სექტემბერს დანიშნეს. მანამდე მას თავდაცვის მინისტრის მინისტრის თანამდებობა ეკავა. იზორია იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

23 იანვარს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული და სადაც ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე, ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდანვე ათავისუფლებენ.

გიორგი დვალიშვილი ტელეკომპანია „მთავარს“ უყვება, რომ მას შემდეგ, რაც ვახო იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, დაიწყო მისი დევნა - დააქვეითეს, სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს, მოგვიანებით კი, რეორგანიზაციის საბაბით, კადრების განყოფილებას გადასცეს.

პროკურატურის თანახმად, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG