Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნაპოვნი და ევაკუირებულია ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავთან ერთად დაღუპულთა ცხედრები


ავღანეთში ჩამოვარდნილი ამერიკული თვითმფრინავი
ავღანეთში ჩამოვარდნილი ამერიკული თვითმფრინავი

შემთხვევის ადგილზე გაგზავნილმა აშშ-ის სამხედრო შვეულმფრენებმა აღმოაჩინეს იმ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრთა ცხედრები, რომელმაც თალიბანის კონტროლირებად ღაზნის პროვინციაში 27 იანვარს განიცადა კატასტროფა.

ამერიკული შვეულმფრენები ავღანეთის არმიის საცეცხლე მხარდაჭერით სამშაბათს შუადღით დაეშვნენ კატასტროფის ადგილზე. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ექსტრემისტებმა ინტენსიური ცეცხლით თავდაპირველად სცადეს ავღანეთის სამხედრო ძალის უკუგდება.

E-11A კლასის ბომბდამშენი, რომელიც სამხედრო კომუნიკაციისთვის გამოიყენება, ორშაბათს ჩამოვარდა.

„დაღუპულთა ცხედრების ევაკუაციის შემდეგ, ჩვენმა ჯარებმა უკან დაიხიეს თავიანთ ბაზებზე. თუ სად წაიღეს უცხოელმა სამხედროებმა დაღუპულთა ნეშტები, ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა პროვინცია ღაზნის პოლიციის უფროსმა ხალედ ვარდაკმა. პროვინციის საბჭოს თავმჯდომარე, აჰმედ ფაქირიმ მედიას აცნობა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა შემთხვევის ადგილიდან სულ მცირე ორი ცხედრის გამოტანა მოახერხეს.

პენტაგონმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავის სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა, მაგრამ უარყო თალიბანის განცხადება, თითქოს გამანადგურებელი მათი ჩამოგდებულია.

სხვა ოფიციალური კომენატარი პენტაგონს არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG