Accessibility links

logo-print logo-print

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს ცოტნე გამსახურდიას იზოლაციის მიზნით წერილის მომზადებას


„არანაირი წერილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მხრიდან არ გაკეთებულა ამ თემასთან დაკავშირებით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ადმინისტრაციის პრესსამსახურში ცოტნე გამსახურდიაც ცოლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის განცხადებაში აღნიშნული საკითხის შესახებ.

როგორც წარმომადგენელის განცხადებაში ვკითხულობთ, თურქეთში, კლინიკაში მყოფი ცოტნე გამსახურდია დედას, მანანა არჩვაძეს სრულ იზოლაციაში ჰყავს. განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც საქართველოში სასამართლომ ცოლს მიანიჭა ჯანმრთელობის დროებითი მხარდამჭერის სტატუსი, რომელიც გულისხმობს, როგორც უფლებებს, ასევე ვალდებულებებსა და მოვალეობებს ცოტნესთან მიმართებაში, კლინიკის ადმინისტრაციამ კვლავ არ დაუშვა ანა ჯაბაური ცოტნესთან.

განცხადების მიხედვით, კლინიკა მიზეზად საქართველოს პრეზიდენტის წერილს ასახელებს.

„ჩვენ მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა კი ამ კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო - ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“, - ვკითხულობთ ცოტნე გამსახურდიას ცოლის წარმომადგენლის განცხადებაში.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG