Accessibility links

logo-print logo-print

მარიხუანის კულტივირებისთვის ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა


20 კგ-მდე მარიხუანის კულტივაციისა და შენახვის გამო ბრალდებულ ავთო მეტრეველს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. პროკურატურის შუამდგომლობა ზესტაფონის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა და ბრალდებულს 6-ათასლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობდა, მათ შორის სისხლის სამართლის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.

ბრალდებულს 6-დან 12- წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ამ კონკრეტული საქმეზე დაყრდნობით, პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანის კულტივირებასა და ფლობაზე სასჯელის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით განცხადება შეიტანა.

2018 წლის 30 ივლისის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის პირადი მოხმარებისათვის, როცა მოხმარების ფაქტი არ უქმნის საფრთხეს მესამე პირებს, ან საჯარო ინტერესებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG