Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმენი საქართველოში პროტესტის თაობაზე: თავისუფლების მოყვარული ხალხი რუსეთის მხრიდან ჩაგვრას ებრძვის


კონგრესმენი უილ ჰერდი
კონგრესმენი უილ ჰერდი

აშშ-ის წარმომადგენლთა პალატის კიდევ ერთმა წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან, კონგრესმენმა ტეხასის შტატიდან, უილ ჰერდმა ტვიტერით გაავრცელა პოსტი, რომელიც საქართველოს და იქ საპროტესტო გამოსვლებს ეხება. „ჩვენ გვესმის პროტესტი შესახებ ჰონგ-კონგსა და ირანში, მაგრამ პროტესტს საქართველოშიც გამოთქვამენ“, წერს კონგრესმენი და განაგრძობს, - ეს არის „თავისუფლების მოყვარული, რუსეთის მხრიდან ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი და მოითხოვს, რომ მთავრობამ გაატაროს დაპირებული დემოკრატიული რეფორმები. მოხარული ვარ, რომ კონგრესის ორივე პარტია უჭერს მხარს“, წერს ტვიტერში კონგრესმენი უილ ჰერდი, რომელიც კრიტიკული იყო აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მექსიკასთან საზღვარზე კედლის აგებისა დამთავრობის ემიგრაციული პოლიტიკის მიმართ.

ჰერდმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრია და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მსახურობდა, 2018 წლის ივლისში „ნიუ-იორკ ტაიმსში“, რუბრიკით, "მოსაზრება", გამოაქვეყნა სტატია სათაურით, „ტრამპი პუტინის მანიპულაციის ქვეშააა, რა უნდა ვქნათ?“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG