Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს პარლამენტმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ბაღდათში დაღუპულთა ხსოვნას


საქართველოს პარლამენტმა მწუხარება გამოთქვა ბაღდათში ხანძრის შედეგად 6 ადამიანის, მათ შორის, 4 ბავშვის დაღუპვის გამო.

„ეს უდავოდ არის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მე მინდა ყველას გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - მიმართა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომის გახსნის შემდეგ.

წუთიერი დუმილის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა, რომ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, უმრავლესობის დეპუტატები უარს ამბობენ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლაზე.

ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტის უფრაქციო დეპუტატებმა და ფრაქციების: „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა.

პარლამენტის სხდომისთვის ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა გააუქმეს პარლამენტთან დღეს დილისთვის დაგეგმილი პიკეტირების აქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG