Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ პროგრამა მინიმუმი ყოველი მეორე ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებაა.

„რა თქმა უნდა, რაც მეტი იქნება, უკეთესი. ჩვენ გვაქვს 60-პროცენტიანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც. ყველაფერი იქნება დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობაზე და საზოგადოების განწყობაც არის ჩვენს სასარგებლოდ“, - უთხრა პარლამენტში ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, პარტიის ამოცანაა არჩევნების წინ კიდევ უფრო გაზარდოს რეიტინგი, თუმცა უკვე არსებული მონაცემებიც ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს:

„არსებული მოცემულობაც გვაძლევს ჩვენ იმის მტკიცების საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ჩვენ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა 2016 წელს და მე მგონი იგივე შედეგი უნდა გავიმეოროთ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებშიც. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - ირაკლი კობახიძის თანახმად, ამ შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ადასტურებს პარტიის მხრიდან წარმოებული კვლევები.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გუნდი განახლებული სახით წარდგება.

XS
SM
MD
LG