Accessibility links

logo-print logo-print

ქანთარია - ტიკარაძეს: კორონავირუსის გარდა, საქართველოში გვაქვს მეორე, "ნაციონალური ვირუსი"


ნუკრი ქანთარია

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ქვეყანაში არის ეპიდემია „ნაციონალური ვირუსი“, რომლის არეალიც არც ისე დიდია. ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალურ ვირუსზე“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძისთვის კითხვის დასმის დროს ისაუბრა. შეკითხვა მან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისადმი მადლობით დაიწყო:

„მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ყველას, ვინც დგას ჩვენი საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებს იმ უბედურებას, რასაც ჰქვია კორონავირუსი. და თუ ჩვენ ამას და თქვენ მოახერხებთ მართლაც, რომ მიუღწეველი იყოს ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც იქნება.

ნუ, გვაქვს მეორე ვირუსი კიდევ, რომელიც აგერ პარლამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი. ეს უკვე პოლიტიკური ვირუსია და ეპიდემიაა ნაციონალური ვირუსი, მაგრამ მისი არეალი არ არის ახლა ისეთი დიდი. ვისაც უნდა გადადებოდა, გადაედო და მე მგონი, ყოველი თქვენთაგანის და ასევე სხვა სფეროების საქმიანობაც შეუწყობს ხელს იმას, რომ ეს არეალი, ამ ვირუსის არეალი დაპატარავდეს და შემცირდეს“, - უთხრა ნუკრი ქანთარიამ „მინისტრის საათზე“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისულ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს.

დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში პირველად გამოდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ის თანამდებობაზე 2019 წლის ივნისიდან მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG