Accessibility links

logo-print logo-print

რუმინეთის პარლამენტში მმართველი პარტიისადმი უნდობლობის ვოტუმზე იმართება კენჭისყრა


რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ლუდოვიკ ორბანის მემარჯვენე-ცენტრისტული უმცირესობის მთავრობას დღეს პარლამენტში კენჭს უყრიან უნდობლობის ვოტუმის თაობაზე. ეს საკითხი მემარცხენე ოპოზიციამ დააყენა დღის წესრიგში. ორბანის მთავრობისთვის ეს პირველი დიდი გამოცდაა პარლამენტში მას მერე, რაც ის ნოემბერში მოვიდა ხელისუფლების სათავეში.

სოციალ-დემოკრატიული პარტია (PSD), რომელსაც თავად გამოუცხადეს უნდობლობის ვოტუმი ოქტომბერში, ორბანს აკრიტიკებს იმისთვის, რომ ის საარჩევნო კანონის შეცვლას ცდილობს სახალხო განხილვის გარეშე.

გაზაფხულზე რუმინეთში მერების არჩევნები იმართება. PSD, რომელსაც ეთნიკური უნგრელების პარტია UDMR უჭერს მხარს, აცხადებს, რომ მთავრობის ჩამოსაგდებად სჭირდება კიდევ ერთი ხმა, რისი მოპოვების იმედიც აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG