Accessibility links

logo-print logo-print

არველაძე - ტიკარაძეს: განმარტეთ, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები


რევაზ არველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტში „მინისტრის ფორმატში“ მისულ ეკატერინე ტიკარაძეს სთხოვა განემარტა, შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში.

„მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში არის გაჭირვებული მდგომარეობა. საქართველოში მთავარი პრობლემა სიღარიბეა და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ასევე სამედიცინო მომსახურების, სოციალური საკითხების და ა.შ. თუმცა სულ სხვა ამბავი არის, ჩემი აზრით, შიმშილი“, - განაცხადა დეპუტატმა რევაზ არველაძემ.

„განმარტება გავაკეთე, რომ გამოყოფილი არის 70 მილიონი ლარი, ყოველთვიურად ეძლევათ ასეთ ბავშვებს კვების ბარათები, ვაუჩერები, არსებობს სხვა პროგრამებიც, თუმცა, შეიძლება მე მეშლება, მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?- იკითხა რევაზ არველაძემ. მან მინისტრს უთხრა, რომ მის მიერ გაკეთებულ კომენტარს იმის შესახებ, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ, „უცენზურო სიტყვების შკვალი“ მოჰყვა. ეს კომენტარი რევაზ არველაძემ 4 თებერვალს „მთავარ არხზე“ გააკეთა.

დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. ის თანამდებობაზე 2019 წლის ივნისიდან მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG