Accessibility links

site logo site logo

თურქეთში, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა ზვავის ჩამოწოლის შედეგად


აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის პროვინციაში, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა ზვავის ჩამოწოლის შედეგად. ვარაუდობენ, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს თოვლქვეშ მოქცეული, მაგრამ ზუსტ რიცხვს არ იტყობინებიან.

ზვავმა ჩაიტანა მაშველთა დიდი ჯგუფი, რომელიც მანამდე სხვა ზვავისას უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი ადამიანის საძებრად იყვნენ წასული. პირველ ზვავს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედიის ადგილზე გაიგზავნა საგანგებო ვითარების სამსახურის თანამშრომელთა გუნდი. ცნობილია, რომ მეორე ზვავს გადაურჩა 30 მაშველი. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს.

ინციდენტი მოხდა ირანის საზღვართან, ქალაქ ბახჩესარაის მახლობლად. სამაშველო სამუშაოებს ართულებს ნისლი, თოვლი და ძლიერი ქარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG