Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიული დაშვების შემდეგ სამ ნაწილად გაიხლიჩა


CNN-ის ცნობით, სტამბოლში თვითმფრინავის ავარიული დაშვების დაშავებულია 52 ადამიანი. გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, რასაც მისი სამ ნაწილად გახლეჩა მოჰყვა.

განახლება: მოგვიანებით დადასტურდა 3 ადამიანის დაღუპვა. დეტალები იხ. აქ

ბორტზე სულ 117 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად მათი ევაკუაცია მიმდინარეობს.

თვითმფრინავი, რომელიც იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ავიაკომპანია „პეგასუსს“ ეკუთვნის. გავრცელებული ცნობებით „პეგასუსის“ თვითმფრინავებისთვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა როდესაც ამ აეროპორტში ასაფრენი ბილიკიდან ავარიულად გადადიან.

XS
SM
MD
LG