Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველთა თანახმად, ირანის უშიშროების ძალები რეიდებს ატარებენ ჟურნალისტების ბინებში


ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა გააცხადა, რომ ირანის უშიშროების ძალებმა უკანასკნელ დღეებში რეიდები ჩაატარეს ჟურნალისტების ბინებში, რათა რეჟიმის კრიტიკოსებზე ზეწოლა განეხორციელებინათ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ.

ელიტური ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა რეიდები ჩაატარა თეირანელი ჟურნალისტების მაზიარ ხოსრავის, იასამან ხალეღიანის, მოლუდ ჰაჯიზადესა და იაღმა ფახშამის ბინებში, ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის 5 თებერვლის განცხადებაში.

ორგანიზაციის წყაროების თანახმად, 26 იანვარს და 3 თებერვალს, რეიდების დროს კონფისკაცია გაუკეთეს დოკუმენტებს და ტექნიკურ მოწყობილობას. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს არავინ დაუპატიმრებია და არც რეიდების მიზეზი დაუსახელებია.

„არჩევნებისწინა პერიოდში ჟურნალისტების ბინებში რეიდების ჩატარება მიუთითებს, რომ ირანის ხელისუფლება დისკუსიის ჩახშობას და კრიტიკოსთა დევნას აპირებს“, ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაში.

21 თებერვალს ირანში საყოველთაო არჩევნები ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG