Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის მერიაში მამაკაცმა ჭრილობა მიიყენა


​ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში 38 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ახალგაზრდა მამაკაცს ზედაპირული ჭრილობები მუცლის არეში აქვს. ექიმების თანახმად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მედიის თანახმად, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ფოთის მერიისგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა.

გამოძიება ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG