Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ მძიმეა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კაცის მდგომარეობა


კვლავ საკმაოდ მძიმეა 26 წლის მამაკაცი მდგომარეობა, რომელიც 5 თებერვალს მრავალსართულიანი კორპუსის საფასადე სამუშაოების შესრულების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა.

ახალგაზრდა კაცი პირველ სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული მრავლობითი მოტეხილობებით და ქალა-ტვინის ტრავმით.

კლინიკის რეანიმატოლოგიური განყოფილების უფროსის თეკლა ჯანელიძის ინფორმაციით „პაციენტი კვლავს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. იმყოფება ნეიროქირურგისა და ტრავმატოლოგის მეთვალყირეობის ქვეშ“.

მისი სიტყვებით, პაციენტის მდგომარეობა არასტაბილურია და ჯერჯერობით, რაიმე სახის ოპერაციული ჩარევა არ იგეგმება.

თეკლა ჯანელიძის განმარტებით, პაციენტი სახელმწიფო დაზღვევით მკურნალობს და სრულფასოვნად სარგებლობს ყველა სახის გამოკვლევით.

5 თებერვალს, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ათსართულიანი კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსში სამუშაოები შეჩერდა.

დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციის პირველადი მოკვლევით, დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევები.

XS
SM
MD
LG