Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორის მაჩალიკაშვილი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს


მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა. როგორც სასამართლოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, იმის გამო, რომ საპროცესო შეთანხმება მხოლოდ აღიარების საფუძველზე დგება, მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი აღიარა. სასამართლომ დაამტკიცა დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის შეთანხმება.

სასამართლოს ცნობით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მას სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 2-წლიან გამოსაცდელ ვადად.

მაჩალიკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა: „პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, ამას არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“. გათავისუფლება მაჩალიკაშვილმა ამ სიტყვებით შეაფასა: „არ ვიცოდი, არ ველოდი გათავისუფლებას. სახლში მივდივარ... დასვენებას ვაპირებ“.

20-21 ივნისის საქმეზე მორის მაჩალიკაშვილს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG