Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ჰოსტის პროვინციაში ექსტრემისტებმა გაიტაცეს ამერიკის მოქალაქე


ჰოსტის პროვინცია
ჰოსტის პროვინცია

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, სავარაუდო ამერიკელი მოქალაქე გაიტაცა ექსტრემისტულ დაჯგუფება თალიბანთან კავშირში მყოფმა ჯგუფმა.

57 წლის ილინოისელი მარკ ფრერიხსი ჰოსტში დაბანაკებული ჰაყანის ქსელის წარმომადგენლებს უნდა ჰყავდეთ გატაცებული.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა ფრერიხსი ავღანეთში და კონკრეტულად სად შეეძლოთ მისი გატაცება.

„ნიუსვიკის“ თანახმად, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ცნობა, ამერიკელი გასულ კვირას გაიტაცეს ჰოსტის პროვინციის აღმოსავლეთში, სადაც იგი კონტრაქტორად მუშაობდა.

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, ამერიკელი მოქალაქის გაუჩინარების საკითხს ფედერალური ბიუროს (FBI) სპეციალური დეპარტამენტი იძიებს.

არტ ფრერიხსმა, რომელიც თავს უწოდებს გატაცებული მარკ ფრერიხსის მამას, „ასოშიეიტიდ პრესს“ დაუდასტურა, რომ „ნიუსვიკში“ გამოქვეყნებული ცნობა სიმართლეა.

„უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ მინდა მეტის თქმა. ბოლომდე ვენდობი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და გამოძიების ფედერალურ ბიუროს“, - ამბობს არტ ფრერიხსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG