Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიმართ საჯარო უკმაყოფილება ისმის ვირუსის ფართოდ გავრცელების ფონზე


ექიმი ლი ვენლიანი
ექიმი ლი ვენლიანი

ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიას უწევს საჯაროდ გამოთქმული უკმაყოფილების მოსმენა იმის გამო, რომ დაემუქრა ექიმს, რომელმაც დეკემბერში სცადა განგაშის ატეხა ახალი კორონავირუსის საფრთხეზე, სანამ ვირუსი გავრცელდებოდა და საერთაშორისო კრიტიკულ ფორმას მიიღებდა.

8 თებერვლისთვის ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მიაღწია 722-ს, ხოლო დაავადებულია 34 546 ადამიანი.

პეკინში აშშ-ის საელჩო 8 თებერვალს იტყობინებოდა, რომ აშშ-ის 60 წლის მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი შეეყარა, გარდაიცვალა ქალაქ უჰანში. ამავე ქალაქში, რომელიც დაავადების ეპიცენტრია, გარდაიცვალა ასევე კორონავირუსით დაავადებული 60 წლის იაპონელი.

როიტერს მოჰყავს ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმად, ჩინეთის გარეთ, 27 ქვეყანაში აღრიცხეს კორონავირუსით დაავადების 320 შემთხვევა.

ექიმ ლი ვენლიანისადმი მოპყრობის გამო, ჩინეთის მთავრობის მიმართ ინტერნეტში აგორებული უკმაყოფილების შემდეგ, ხელისუფლება შემრიგებლური ტონით აცხადებს, რომ სურს ბოლომდე გამოიძიოს საზოგადოების მიერ წინ წამოწეული თემა.

34 წლის ლი, პროფესიით ოფთალმოლოგი, ვირუსით პაციენტების მკურნალობის დროს დაავადდა და გარდაიცვალა.

ექსპერტების აზრით, ლის დაავადება, სავარაუდოდ, იმან გამოიწვია, რომ თვალის ექიმებს პაციენტების გასინჯვისას ახლო ფიზიკური კონტაქტი აქვთ მათთან.

ლი ვენლიანი ერთ-ერთი იყო იმ რვა ექიმს შორის, უჰანში, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ვინც აფრთხილებდა თავის კოლეგებს მაშინ, როცა მთავრობა უმოქმედოდ იყო.

ლიმ სიკვდილამდე თქვა, რომ პოლიციამ აიძულა, ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG