Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სროლისას არის მსხვერპლი აშშ-ისა და ავღანელ ჯარისკაცებს შორის


ავღანეთის უშიშროების ძალები ნანგარჰარის პროვინციაში, 2019 წლის დეკემბერი
ავღანეთის უშიშროების ძალები ნანგარჰარის პროვინციაში, 2019 წლის დეკემბერი

აშშ-ის არმიის თანახმად, აშშ-ის და ავღანეთის არმიის სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, როცა ისინი ოპერაციას ატარებდნენ ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, 8 თებერვლის ინციდენტის დროს მოკლულია სამხედროთა დაუდგენელი რაოდენობა. ინციდენტში გარეული იყვნენ ან ინფილტრირებული თალიბი მეომრები, ან დაპირისპირება მოხდა მოკავშირე ძალებს შორის.

აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა, სონი ლეგერტმა განაცხადა, რომ ორივემ, ავღანელმა და ამერიკელმა სამხედროებმა პირდაპირი ცეცხლი დაუშინეს ერთმანეთს. ლეგეტის თქმით, „ვითარებას შეფასება ხდება და გავრცელდება დეტალები, როცა მეტი იქნება ცნობილი".

ნიუ-იორკ ტაიმსს მოჰყავს ავღანეთის ორი ოფიციალური პირის ნათქვამი, რომ სულ მცირე ხუთი ამერიკელი სამხედრო და ექვსი ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს. გაზეთი, აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, წერს, რომ მსხვერპლს შორისაა ექვსი ამერიკელი სამხედრო, მათ შორის - მოკლულები, მაგრამ არ აზუსტებს დახოცილთა რაოდენობას. თალიბანი და ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“მებრძოლები ნანგარჰარის პროვინციაში გააქტიურებული არიან. ინციდენტის ფონია ვაშინგტონის მცდელობა, დაასრულოს 18 წლიანი ომი ავღანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG