Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 პირი დააკავეს არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით


შსს-ს ინფორმაციით, 8 თებერვალს არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001 წელს დაბადებული რ.ქ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

სამართალდამცველებმა, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG