Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე "ქართულ ოცნებას": აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობას.

„ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია. გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG