Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი უგულავას სასჯელზე: ამ გადაწყვეტილებამ მოკლა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შანსი


პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, უფრაქციო დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვაც და გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებამ მოკლა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შანსი.

„სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას ყოველთვის ვერიდები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სამართლებრივ კატეგორებს ფრთხილად ვეკიდები. ერთადრთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს და დატვირთვა მისი არის ძალიან ნეგატიური. მან ფაქტობრივად მოკლა შანსი რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის სხვა თემებზე, დანარჩენი რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, მე ამ ნაწილზე კომენატრს ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან ეს კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში საზეიმო მიღების დასრულების შემდეგ.

დღეს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG