Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციის შეთანხმების ოთხი პუნქტი წარმოადგინა


„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებას გააცნო ორი თემა, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდა.

  • „პირველი ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, საპროტესტო აქციების, პიკეტირების მიტინგების გაგრძელება ყველგან, სადაც შესაძლებელია. აქ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია მიიღებს მონაწილეობას და რომელი არა, ყველა გაერთიანებული ვართ.
  • მეორე, გავდივართ რეგიონებში, რომ ყველას ავუხსნათ, რომ მოვიდა საქართველოს მოქალაქის აქტიურობის დრო. ვერცერთი პოლიტიკური გაერთიანება და პარტია ვერაფერს გააკეთებს თუ მოქალაქე არ გამოვიდა ლეთარგიული ძილიდან, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარქიული რეჟიმი მათ შვილებს და შვილიშვილებს პარავს დროს.
  • მესამე, 4 აპრილს, 4 საათზე თბილისში გვექნება უზარმაზარი აქცია, სადაც ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქეს გავაცნობთ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას და ტაქტიკას.
  • მეოთხე, შევთანხმდით, რომ მაჟორიტარული ოლქების მაქსიმალურ რაოდენობაში უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი, რომელსაც არცერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ თავიდან მოვიშორებთ ოლიგარქიულ რეჟიმს, რომელიც გამომპალია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა. მისი თქმით, პრინციპი არის ერთი - რა წაადგება მთლიანად ოპოზიციური ფრონტის გამარჯვებას.

„პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ამას კამერებისთვის არ ვამბობ, არაჩვეულებრივად კონსტრუქციულად მიდის კონსულტაციები [ოპოზიციაში]. ყველას ესმის, რომ დათმობის, კომპრომისის და შეთანხმების გარეშე, შეუძლებელია ამ კორუფციონერების ხროვის დამარცხება, რომელიც საქართველოს მოაჯდა.

უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა.

XS
SM
MD
LG