Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW მწვავედ აკრიტიკებს რუსეთში გამოტანილ განაჩენებს ტერორიზმის საქმეებზე


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, კრიტიკოსებთან "კონსტრუქციული დიალოგი" გამართოს, ნაცვლად იმისა, რომ მათ გასაჩუმებლად "ბოროტად იყენებდეს" კონტრტერორისტულ კანონებს.

ნიუ-იორკში განთავსებული ორგანიზაცია ამ მოწოდებით გამოვიდა 12 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო სასამართლომ ამ თვეში "მკაცრი" განაჩენები გამოიტანა სამ, "ღრმად ნაკლოვან" ტერორიზმის საქმეში, რომელშიც განსასჯელები აცხადებდნენ, რომ ისინი კომუნიკაციის უფლების გარეშე დააკავეს, აწამეს და არაადამიანურ მოპყრობას დაუქვემდებარეს აღიარებების მოსაპოვებლად.

5 და 10 თებერვალს სხვადასხვა საქმეში, საერთო ჯამში, 18 განსასჯელს მიუსაჯეს პატიმრობა, განაჩენებს შორის მაქსიმალური ვადა იყო 23 წელი. თავის განცხადებაში HRW ამბობს, რომ სასამართლო პროცესებს ჩრდილი მიაყენა პროკურატურის ნაბიჯებმა და მოსამართლეთა უარმა, გამოძიებული ყოფილიყო განსასჯელების "დამაჯერებელი განცხადებები არაადამიანური მოპყრობის შესახებ", ისევე, როგორც პროცესების დაყრდნობამ "საეჭვო ექსპერტულ ანალიზზე და ანონიმური, "საიდუმლო' მოწმეების გამოყენებამ".

"განსასჯელებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოთი. განაჩენები უნდა გაუქმდეს და განცხადებები საქმის შეთითხვნასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ადეკვატურად უნდა იქნეს გამოძიებული", - ამბობს ჰიუ უილიამსონი, ჰიუმან რაიტს უოჩის ევროპისა და შუა აზიის მიმართულების ხელმძღვანელი.

XS
SM
MD
LG