Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ ბაქოს ოპოზიციის ორი აქტივისტისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა


ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანს კომპენსაციის გადახდა დაავალა ოპოზიციის ორი აქტივისტისთვის, რომლებიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით მოათავსეს ციხეში მას შემდეგ, რაც პოლიტიკური შინაარსის გრაფიტი მიახატეს ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ქანდაკებას.

13 თებერვლის განჩინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა ბაირამ მამადოვსა და გიას იბრაჰიმოვს 30-30 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს არაფულადი ზარალისთვის, პლუს 6-6 ათასი ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მამადოვისა და იბრაჰიმოვის დაკავება და წინასწარი პატიმრობა თვითნებური იყო და რომ პოლიცია მათ „არასათანადოდ მოეპყრო, რათა მათგან აღიარებითი ჩვენება მიეღოთ“ წაყენებულ ბრალდებებზე.

მამადოვი და იბრაჰიმოვი 2016 წლის მაისში დააპატიმრეს. ერთი დღით ადრე მათ აეროზოლით გრაფიტი მიახატეს ამჟამინდელი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მამის, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ქანდაკებას. გრაფიტი შეიცავდა წარწერებს: „სისტემის დედაც...“ და „გილოცავთ მონების დღეს“, რაც მინიშნება იყო „ყვავილების დღეზე“ - ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეზე.

XS
SM
MD
LG