Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები დაშავდნენ


რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებული ორი მუშა 14 თებერვალს დაშავდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში, კონტრაქტორი კომპანიის სასაწყობო შენობიდან თუნუქის ფრაგმენტი ჩამოვარდა და ორ ადამიანს დაეცა, მათგან ერთი ჩინეთის მოქალაქეა, მეორე საქართველოსი.

„საავტომობილი გზების დეპარტამენტში, როგორც აღმიწერეს სურათი, სერიოზული არაფერი მომხდარა“, - აღნიშნავს პრესსამსახურის წარმომადგენელი. მისი ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქე ძალიან მსუბუქად იყო დაშავებული, ქართველს კი უფრო რთული დაზიანებები ჰქონდა და მკურნალობენ.

სამინისტროში აზუსტებენ, რომ შემთხვევა მოხდა არა სამშენებლო, არამედ სასაწყობო ტერიტორიაზე.

მუშების დაშავების შესახებ ინფორმაცია რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG