Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოხანაშვილი: მერაბიშვილმა დღესაც აჩვენა, რომ კრიმინალური მენტალიტეტის მქონეა


პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი
პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის მსგავსი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის.

„ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. ეს ადამიანი არის, და ნათლად გამოჩნდა დღესაც, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი. მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერი, ეგრეთ წოდებული, შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც წარმოადგენს ნაცმოძრაობა მის სატელიტ პარტიებთან ერთად“, - უთხრა პარლამენტში, ჟურნალისტებს ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულდება და ვანო მერაბიშვილს პასუხს გასცემენ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები, რომლებიც გააუბედურა: „საზოგადოება გამოიტანს განაჩენს როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი?!"

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, 20 თებერვალს დატოვა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილის განცხადებით, აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება.

XS
SM
MD
LG