Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი მზად არის თალიბებთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის ზავის შენარჩუნების შემთხვევაში


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აცხადებს, რომ მზად არის მოაწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას თალიბებთან, თუ დაპირისპირებული მხარეები ავღანეთში დაიცავენ დროებითი ზავის პირობებს.

„ვფიქრობთ, რომ მათ სურთ შეთანხმების გაფორმება. ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობ, რომ ეს მოხერხდება, ამას დავინახავთ“, - განაცხადა ტრამპა 23 თებერვალს, ინდოეთში გამგზავრების წინ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „19-წლიანი ომის“ შემდეგ მოვიდა დრო „ამერიკელი ჯარისკაცების სახლში დაბრუნებისა“.

თებერვლის დასაწყისში აშშ-მა და თალიბებმა ხელი მოაწერეს „ძალადობის ნაწილობრივ შემცირებას“, რაც 22 თებერვალს ამოქმედდა ავღანეთის ტერიტორიაზე.

ავღანეთის მედიის თანახმად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა რამდენიმე მცირე თავდასხმა ავღანეთის არმიისა და პოლიციის საგუშაგოებზე.

დღეისთვის ავღანეთში დაახლოებით 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ამერიკული ქვედანაყოფის დიდი ნაწილი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG