Accessibility links

2.79 - რატომ მყარდება ლარი 


ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო 3 თვეში 6 პროცენტზე მეტად გამყარდა. თუ ეროვნული ბანკის მიერ ნოემბრის ბოლოს დადგენილი ოფიციალური კურსით დოლარი 2.97 ლარი ღირდა, დღეს კი 2.79 -მდეა ჩამოსული. ევროს კურსი ნოემბრის ბოლოს 3.27 ლარის ნიშნულზე იყო, დღეისთვის 3.05-ზეა.

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ლარის გამყარების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს.

„ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. ახალი წლის შემდეგ გაუფასურების მოლოდინმა გადაიარა და პირიქით, უფრო პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა. ასევე, საქართველოში მცირდება იმპორტი, მათ შორის, ჩინეთიდან, რაც ლარის გამყარებისთვის პოზიტიური ფაქტორია“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ კეპულაძემ.

ასევე, მისი თქმით, ლარის გამყარებას ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის ნაბიჯმა გაეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდის საპასუხოდ გაკეთდა. კეპულაძის განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება შარშან მიიღო, თუმცა მას შედეგი დაახლოებით 6 თვის შემდეგ აქვს.

რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს, სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ ლარის გამყარება კორონავირუსის გავრცელების, ასევე თურქეთ-რუსეთს შორის დაძაბულობის გამო შეჩერდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG