Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნისტები სჯობიან სოციალ დემოკრატებს


ავტორი: ედუარდ შავაძე

არჩევნები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთან (მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ქართულ დემოკრატიას „მყიფე დემოკრატიად“ მოიხსენიებენ) არის დემოკრატიის განმსაზღვრელი. მაგრამ იგივე ეპითეტით შეუძლებელია აშშ-ს დემოკრატია მოვიხსენიოთ.

ნებისმიერი არჩევნები შტატებში ძირეულ ცვლილებებს და/ან მოლოდინებს იწვევს გლობალურ პოლიტიკაში, თუმცა 2020 წლის აშშ-ს არჩევნები არ შეიძლება მივიჩნიოთ იმ რიგთა შორის, რაც ყოფილა აქამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბევრი მიზეზის ჩამოთვლა არ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ასეა, რადგან საკმარისია გადავავლოთ თვალი წინასაარჩევნო სიტუაციას CNN-ზე ან FOX-ზე და მივხვდებით ყველაფერს. რესპუბლიკელები ფრთა ტრამპზე დგას, თუმცა ჩემი ობიექტივი გასწორებულია დემოკრატების მხარეს, სადაც პრაიმერისში იმარჯვებს სანდერსი და დიდი ალბათობით ის იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი.

რა არის აქ უცნაური?

ეს არ არის ის დაპირისპირება, რომელსაც შეჩვეული ვართ ბოლო ათწლეულია რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. ეს არის ომის განახლება ძირძველ მტრებს, სოციალისტებსა და კაპიტალისტებს შორის.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვნახე ერთ წუთიანი ვიდეო. ძველი ვიდეოა, სადაც ბერნი სანდერსი გამოდის სიტყვით და აღფრთოვანებულია მოსკოვის სახალხო ტრანსპორტით, ახლგაზრდული ორგანიზაციებით და ა.შ.

ამერიკა როგორც ანტიპოდი სოციალიზმის, ხვალ შეიძება სათავეში ჩაუდგეს სოციალიზმის აღორძინებას გლობალური მაშტაბით, სანდერსის სახით.

და მაინც კომუნისტები სჯობიან სოციალ დემოკრატებს.

XX საუკუნის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფრანგი მოაზროვნე, ნობელის პრემიის ლაურიანტი რენე ჟიდი, რომელიც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დროში აფიქსირებს გულწრფელ წადილს დაიცვას საბჭოთა კავშირი, როგორც ექსპერიმენტი კაცობრიობის დიადი პროგრესის მისაღწევად და სსრკ-ს უკავშირებს თვით კულტურის მომავალს, საბჭოთა კავშრის მიმართ კრიტიკულ წიგნში ამბობს „მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ გამუდმებით თავისი თავის ერთგულების წადილი ხშირად ითავსებს არაგულწრფელობის საშიშროებას, მე მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულწრფელობას სწორედ მაშინ, როცა საქმე ეხება მრავალი ადამიანის მრწამსს...“

გულწრფელობა ფუნდამეტურია ჭეშმარიტების ძიების გზაზე, თუმცა გულწრფელობა საერთოდ არ ნიშნავს ჭეშმარიტებას. ვფიქრობს ადამიანებს, რომელებსაც აქვს ჭეშმარიტების პრეტენზია, პირველ რიგში უნდა აკმაყოფილებდნენ გულწრფელობის მინიმალურ სტანდარსტ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა სჯეროდეთ იმ მიზნების და ამ მიზნების მისაღწევი გზის, რომელზეც მათი იდეოლოგია, როგორც აზროვნების სტრუქტურა დგას. მნიშვნელოვანი არის არა ობიექტური ჭეშმარიტება, არამედ გულწრფელობა. მეც არა ჭეშმარიტების არამედ გულწრფელობის ნიშნით ვაკეთებ დასკვნებს.

რატომ სჯობიან კომუნისტები, სოციალ დემოკრატებს?

გულწრფელობა, რომელიც აქვთ კომუნისტებს, არის პირველი და ძირითადი სტრუქტურული არგუმენტი, რის გამოც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომუნისტები სჯობიან სოციალ დემოკრატებს. კომუნისტების გულწრფელობა დგას არა ჭეშმარიტებაზე მომავალი უტოპიური რეალურობის შესახებ, არამედ ამ მომავლისკენ მიმავალი გზის აღქმაში.

სოციალ დემოკრატების გულწრფელობა შეუძებელია დაინახო მათ არჩეულ გზაზე, მაშინ როცა მიზანი, როგორც კომუნისტებს, ასევე სოც დემოკრატებს აქვთ ერთი: უკლასო, სოციალურად თანასწორი საზოგადოების მშენებლობა, რომელიც ამასთანავე იქნება იმაზე კარგი ვიდრე არის დღეს. სოციალ დემოკრატიული გზა, კომუნისტური გზისგან განსხვავებით არის ფიქცია, იმაზე დიდი უტოპია ვიდრე ის მიზანი, რომელისკენაც მივყავართ ამ ორ გზას.

ტროცკს ესმოდა, რომ შეუძლებელია სოციალისტური მიზნის მიღწევა ტერორის გარეშე „ბრძოლის სიმკაცრე დამოკიდებულია მთელ რიგ შინაგან და საერთაშორისო გარემოებაზე. რაც უფრო მკაცრია და საფრთხეს წარმოადგენს ჩამოგდებული კლასობრივი მტრის წინააღმდეგობა, მით უფრო აუცილებელია რეპრესიების სისტემის ტერორის სიტემად გადაქცევა“ ამბობს იგი, ხოლო დემოკრატია მისთვის მიუღებელი და შემაფერხებელი ფაქტორია სოციალისტური მიზნების მისაღწევად, ის ამბობს „საპარლამენტო რეჟიმი თვით მშვიდობიან დროს, როდესაც განვითარება მტკიცე გზით მიდიოდა, ტლანქი მაჩვენებელი იყო ქვეყნის განწყობილებისა, ხოლო რევოლუციური ქარიშხალის ეპოქაში იგი სრულიად ჩამორჩა პოლიტიკური შეგნების, ბრძოლისა და განვითარების მსვლელობას: ამავე დროს საბჭოთა რეჟიმი, რომელიც გაცილებით უფრო მეტად, ორგანულად და პატიოსნად არის დაკავშირებული ხალხის მშრომელ უმრავლესობასთან, თავის მთავარ დანიშნულებას არ ხედავს, უმრავლესობა სტატიურად აღრიცხოს.“

ტროცკის აზრი იმის შესახებ, რომ ტერორიზმი სოციალიზმის მშენებლობისთვის გარდაუვალია მიმაჩნია მისაღებად, ვიდრე სოციალ დემოკრატების გზა, დემოკრატიულად მიაღწიონ იგივე მიზნებს.

ჩემი ეს დასკვნა დგას გულწრფელობაზე, ამ სტატიაში მე მაქვს კაზუსური დებულება, რომ მე როგორც გარე დამკვირვებელი არჩევანს ვაკეთებ სოციალ დემოკრატებსა და კომუნისტების გულწრფელობას შორის და მე კომუნისტების გულწრფელობას ვუჭერ მხარს ვიდრე სოციალ დემოკრატების აბსურდულობას.

რა გულწრფელობაა კომუნისტებში?

კომუნისტები გულწრფელად მოძრაობრენ იმ გზით, რომელიც რეალურად არსებობს სოციალიზმის დამყარებისთვის. ამ გზაზე არ არის დემოკრატიის ადგილი, დემოკრატიის აჩრდილიც კი არ დადის სოციალიზმისკენ მიმავალ გზაზე და სოციალიტები, რომლებიც გვარწმუნებენ იმაში, რომ თვით დემოკრატია არის ის გზა, რომელსაც სოციალიზმისკენ მივყავართ, არის ტყუილი. დემოკრატიის კონცეპტს ამოფარებული სოციალისტები არიან მატყუარები, მათ არ აქვთ გულწრფელობა.

რატომ არის შეუძლებელი დემოკრატია სოციალიზმში?

სოციალ დემოკრატია არის აზრი იმის შესახებ, რომ „არსებობს დემოკრატია, თუმცა კაპიტალიზმი არა, თავისი ბუნებით წინააღმდეგობრივია“ - ამბობს ბალცეროვიჩი.

ბალცეროვიჩის აზრი აგებულია იმაზე, თუ რა გარემო პირობებია საჭირო დემოკრატიის არსებობისთვის. სოციალიზმი კი შეუძლებელია განვიხილოთ ამ გარემო პირობად. მისი არგუმენტები აგებულია მარტივ პრინციპებზე, რომელოც საძირკველს წარმოადგენს ჭეშმარიტი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და ფუნქციონირებისთვის.

რა სახის გარემოა სოციალიზმი?

სოციალიზმი, გაგებული როგორც ეკონომიკის ტოტალური განსახელმწიფეობრიობა, კრძალავს ან მაქსიმალურად ზღუდავს კერძო მეწარმეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ მაშინ, თუ იგი დაუშვებდა კერძო საწარმოების შექმნასა და განვითარებას, ეკონომიკა თანდათანობით იქცეოდა კერძო, ანუ კაპიტალისტურ მეურნეობად.

სამაგიეროდ, დემოკრატია ნიშნავს პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც ხელისუფლების ცვლა ხდება რეგულარული და პატიოსანი არჩევნების გზით და არა სხვა რაიმე მეთოდებით. ეს კი, თავის მხრივ, მოასწავებს გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მოქალაქეთა თავისუფალ ორგანიზებას და ასევე ალტერნატიული პროგრამების თავისუფალი გაცნობის შესაძლებლობას ამომრჩევლებისათვის (რაც ტერმინ ,,სიტყვის თავისუფლებაში” მოიაზრება) განმარტავს ბალცეროვიჩი.

მილტონ ფრიდმანი ხსნის იმ გარემო პირობას სადაც შესაძლებელია დემოკრატიის ფუნქციონირება, მისი აზრით სოციალიზმი, ანუ ეკონომიკის ტოტალური განსახელმწიფოებრიობა, ნიშნავს პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მეურნეობის განუკითხავ კონტროლს და ასევე განსაკუთრებულ კონტროლს ქაღალდის მწარმოებელი, ფილმების დამდგმელი, სატელევიზიო კომპანიების და ა. შ. ანუ იმ სფეროებზე, რომლებიც ახორციელებენ ყველა აუცილებელ მასალებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობისათვის. ასეთ სიტუაციაში პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ქვეყნის ცხოვრებაზე სრულ კონტროლს ახორციელებს, ექმნება საშუალება თავის ოპოზიციას შედეგიანი პოლიტიკური საქმიანობის მატერიალური საფუძველი გამოაცალოს. ეს მექანიზმი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, მაგალითად, ბელორუსში, სადაც ლეგალური პრივატიზაცია ჯერ ადგილიდან არ დაძრულა. ასეთ სიტუაციაში დემოკრატია, რა თქმა უნდა, ფორმალურად არ იკრძალება, მაგრამ იგი მხოლოდ ნომინალურად არსებობს.

ამასთან, დემოკრატიისათვის არსებითია არა მხოლოდ თავად ეკონომიკის პრივატიზაცია, არამედ მისი გატარების მეთოდები. საქმე ეხება იმას, რომ საკუთრებრივმა გარდაქმნებმა არ უნდა მიგვიყვანოს პარტიულ-სამეურნეო კლანების ფორმირებამდე. პრივატიზაციის პროცესებში არ უნდა ჰქონდეთ რაიმე პრივილეგიები მმართველი პარტიის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მართალია, ჩვენ მივიღებთ კერძო საკუთრებას, მაგრამ მას ექნება პოლიტიზირებული სახე. ასეთ შემთხვევაში გვექნება ასევე ფორმალურად დემოკრატია, მაგრამ ფაქტობრივად, ამ საზოგადოებაში ნამდვილად არ ექნება ადგილი დემოკრატიას. ამ სახის სისტემა არსებობდა ბოლო ხანებამდე იტალიაში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მარცხი განიცადა. ამ პათოლოგიის საწინააღმდეგოდ დიდი მნიშვნელობა აქვს პრივატიზაციის პროცესების გამჭვირვალობას და წინადადებების შერჩევის სწორი კრიტერიუმების შემუშავებას. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტად გამოიყენება ისეთი ზოგადი კრიტერიუმები, როგორიცაა, ,,ეროვნული ინტერესები” და სხვა, მით უფრო მეტი ადგილი რჩება ბნელი ზრახვების დასაფარავად. ფრთხილად უნდა ვადევნოთ თვალი ვაჭრობების მიმდინარეობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ძალზე დიდ თანხებს ეხება.

ბალცეროვიჩის ერთ დამატებით არგუმენტს აკეთებს - „მტკიცე დემოკრატია მოითხოვს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ სტრუქტურას, ანუ ისეთს, რომელშიც დიდ როლს თამაშობენ თავისუფალი პროფესიების ადამიანები, კერძო სექტორთან დაკავშირებული პირები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, საშუალო კლასს წარმოადგენენ. ამასთან, შეუძლებელი იქნებოდა ასეთი სტრუქტურის ფორმირება სოციალიზმის დროს, როდესაც ყოველი ადამიანი დაქირავებული მუშაკია, ანუ შესაბამისად, ასე თუ ისე დამოკიდებულია სახელმწიფოსაგან.“

დასკვანა

კომუნისტებს გააზრებული აქვთ საფრთხე დემოკრატიის სახით, ხოლო სოციალ დემოკრატები კი ამ „საფრთხეს“ მალავენ ან უარეს შემთხვევაში არც კი ესმით დემოკრატიის არსი. სანდერსი როგორც სულელი, დემოკრატიის გზით ვერანაირ სოციალიზმს ვერ ააშენებს, როგორც ჭკვიანი კი ტერორს გამოიყენებს, რაც აშშ-ს რეალობაში შეუძებელია და შესაბამისად მაინც ვერ ააშენებს სოციალიზმს, ხოლო ნებისმიერ შემთხვევაში, ააშენებს თუ არა სოციალიზმს და ამ მშენებლობისას დაადგება დემოკრატიის გზას თუ ტერორის გზას, ყველა შემთხვევაში დაანგრეს აშშ-ს ეკონომიკას ან ვერ გახდება პრეზიდენტი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG