Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქციები გაიმართა


მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა გამართა მარშები და საპროტესტო აქციები ბორის ნემცოვის მკვლელობის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით. კრემლის ქარიზმატული კრიტიკოსი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში.

29 თებერვლის დემონსტრაციები რუსეთში ყველაზე მსხვილი საპროტესტო აქციებია შარშან ზაფხულის შემდეგ, როცა მოსკოვში რამდენიმე კვირის განმავლობაში იმართებოდა ანტისამთავრობო მიტინგები ქალაქის საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით.

საპროტესტო მარში მოსკოვში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:31 0:00

„პუტინი ქურდია“, „რუსეთი პუტინის გარეშე“ - ასეთ ლოზუნგებს სკანდირებდნენ დღეს რუსეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე. მრავალ დემონსტრანტს ეჭირა ხელში პოლიტიკური პარტიის დროშები, რომელთანაც იყო დაკავშირებული ნემცოვი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც აქციებზე ხალხის რაოდენობას ანგარიშობს, განაცხადა, რომ დღეს 21 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მოსკოვის დემონსტრაციაში, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო სანქცირებული.

ამჟამინდელი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მაშინ, როცა კანონმდებლები და კრემლის ჩინოვნიკები ემზადებიან საერთო-სახალხო კენჭისყრისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ცვლილებების შესახებ გასულ თვეში გამოაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების კრიტიკოსების თქმით, ეს ზომები მიმართულია პუტინის ხელისუფლების განხანგრძლივებისკენ მას შემდეგ, რაც მას საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება 2024 წელს.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პუტინმა გასულ თვეში წარმოადგინა, კონსტიტუციის ყველაზე საფუძვლიანი ცვლილებებია 1992 წელს მისი მიღების შემდეგ.

როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, საპროტესტო აქციაზე ხალხის მასობრივი მონაწილეობა იმის შემოწმებაა, თუ რამდენად არიან რუსეთის მოქალაქეები მზად, წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინის საკონსტიტუციო ინიციატივას.

XS
SM
MD
LG