Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა გააფორმა კონტრაქტი საქართველოსთვის დამატებით Javelin-ების მიწოდებაზე


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა Javelin-ის შეკვეთაზე რიგი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოსთვის.

პენტაგონის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიებმა Raytheon-მა და Lockheed Martin-მა 18,4 მილიონი დოლარის ღირებულების შეკვეთა მიიღეს ავსტრალიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, საფრანგეთის, საქართველოს, ინდონეზიის, ირლანდიის, იორდანიის, ლიეტუვის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, ომანის, კატარის, თურქეთის, უკრაინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის.

კონტრაქტის თანახმად, შეკვეთილი Javelin-ის სისტემების დამზადება მიმდინარე წლის 25 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს უკვე აქვს შეძენილი აშშ-ისგან Javelin-ები. საქართველოსთვის ამ იარაღის მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება აშშ-მა 2017 წელს მიიღო. შარშან გაზაფხულზე საქართველოს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ აშშ-ისგან Javelin-ების ყველა პარტია მიღებულია.

Javelin-ი არის ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, რომელიც, სხვა ტანკსაწინააღმდეგო იარაღისგან განსხვავებით, საშუალებას იძლევა, რაკეტამ გასროლის შემდეგ დამატებითი მართვის გარეშე თავად მოძებნოს სამიზნე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG