Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020-ისთვის რეგისტრაცია დაიწყო


დღეს 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18 საათამდე გასტანს ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, გამოცდებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ელექტრონულად უნდა გაიარონ ვევგვერდზე online.nace.ge. აბიტურიენტებს ელექტრონულ ცნობაზე წვდომა უკვე დღეიდან ექნებათ.

სოფიო გორგოძის თანახმად, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა.

საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის პერიოდად 9-26 მარტი განისაზღვრა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის ონლაინ რეჟიმში წარიმართება. აბიტურიენტები მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს ცენტრის "ფეისბუკის" გვერდზე მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG