საქართველოს პარლამენტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუშაობის შეწყვეტას არ გეგმავს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ პარლამენტი არ ცვლის არც სამუშაო განრიგს და ხვალ, 4 მარტს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმენენ.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია შენობაში ჩატარებული სადენზიფექციო სამუშაოების შესახებაც. ვებგვერდზე 2 მარტს განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ დამუშავდა შენობის შესასვლელები და ის ადგილები, სადაც საზოგადოება იკრიბება. გარდა ამისა, დამონტაჟდა სპეციალური დისპენსერები სადიზენფექციო ხსნარებით.
საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ რეკომენდაციები გამკაცრდა. სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ დაწესებულებებში ჩატარდა სადენზიფექციო სამუშაობი და შეწყვიტეს მოქალაქეთა მიღება. საქართველოს ყველა სკოლაში, 9 მარტის ნაცვლად, არდადეგები 2 მარტს დაიწყო.
დაწერეთ კომენტარი