Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთი აცხადებს, რომ კიდევ ერთმა ქვეყანამ წაიღო უკან კოსოვოს აღიარება


ივიცა დაჩიჩი
ივიცა დაჩიჩი

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიერა-ლეონე გახდა კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც უკან წაიღო კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობის გადაწყვეტილება.

რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, აფრიკული სახელმწიფოს გარდა კოსოვოს აღიარება ბოლო წლებში უკან წაიღო 17-მა სახელმწიფომ.

სერბეთის სახელმწიფო სააგენტო „ტანჯუგი“ ადასტურებს ასეთ გადაწყვეტილებას, რაც სიერა-ლეონეს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტსა და სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ, ივიცა დაჩიჩთან, შეხვედრას მოჰყვა.

კოსოვომ, წარსულში სერბეთის პროვინციამ, ბელგრადისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა.

სერბეთი და მისი ტრადიციული მოკავშირე, რუსეთი, არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.

სააგენტო „ტანჯუგი“ იშველიებს ივიცა დაჩიჩის ნათქვამს, რომ ახალი გამოთვლით, გაეროს 92 ქვეყანა აღიარებს, ხოლო უფრო მეტი, 96 კი - არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

XS
SM
MD
LG