Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მარეგულირებელი „ბი-ბი-სის“ კანონის დარღვევისთვის უჩივის


რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი სახელმწიფო უწყება, „როსკომნადზორი“, სასამართლოში უჩივის ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია, „ბი-ბი-სის“ მსოფლიო ახალი ამბების სააგენტოს («BBC World News»), რუსეთში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისთვის.

შემოწმების პროცესში, კერძოდ, გაირკვა, რომ „ბი-ბი-სიმ“ დაარღვია კანონის მოთხოვნა „ისეთი ინფორმაციისგან ბავშვთა დაცვის შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას“, - ნათქვამია „როკომნადზორის“ წერილში, რომლის თანახმად სასამართლო განიხილვა უწყების მიერ ჩატარებული შემოწმების ოქმების საფუძველზე 12 მარტს არის დანიშნული.

უწყების წერილში არ არის კონკრეტულად მითითებული, თუ როდის და რა ფორმით მოხდა ამ მოთხოვნის დარღვევა.

„როსკომნადზორი“ ასევე ადანაშაულებს „ბი-ბი-სის“,რომ დროულად არ გადასცა დოკუმენტების სავალდებულო ეგზემპლარები შესანახად რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია ВГТРК-ს.

ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანიას რუსეთის სახელმწიფო რეგულატორის ბრალდებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.

XS
SM
MD
LG