Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გაანადგურა 6 მილიონზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები



შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6
მილიონ-ნახევრამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. სამინისტროს თანახმად, განადგურდა სხვადასხვა დროს სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები.

კერძოდ, სამინისტრომ გაანადგურა: 291 კილო და 340 გრამი „კანაფი“ , 18 კილო და 364 გრამი „მარიხუანა“ , 290 გრამი "ჰეროინი", 981 აბი "სუბუტექსი", 630 აბი "კოდეინი", 448 აბი და 5,46 გრამი "მდმა", 262 კაფსულა და 25 გრამი "პრეგაბალინი", 218 აბი და 16 გრამი "ტრამადოლი", 133 აბი "ამფეტამინი", 5 ამპულა "მორფინის ჰიდროქლორიდი", 53 გრამი "მეტადონი", 4,5 გრამი "მორფინი" და 36 გრამი კანაფის ფისი.

შსს-ს თანახმად, სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG