Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერხოვნა რადაში შევიდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების დადგენილება


ოლექსი ჰონჩარუკი
ოლექსი ჰონჩარუკი

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე დეპუტატის ინიციატივით, ვერხოვნა რადაში შევიდა დადგენილება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ოლექსი ჰონჩარუკის თხოვნის დაკმაყოფილებისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

წუხელ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა ვიცე-პრემიერ დენის შმიგალის დანიშვნა, პრემიერ-მინისტრ ოლექსი ჰონჩარუკის ნაცვლად.

პარალელურად მედიაში გაჟონა ვერხოვნა რადას სახელზე ჰონჩარუკის ხელით დაწერილმა მიმართვამ თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელშიც მიზეზი მითითებული არ არის.

35 წლის იურისტი ოლექსი ჰონჩარუკი ვერხოვნა რადამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გასული წლის 29 აგვისტოს დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომა, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის სრულ გადადგომასაც იწვევს.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო სესია 4 მარტს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG