Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა


საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეხუთე როტაციას განახორციელებს, - ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის ჯარისკაცები, კაპიტან მალხაზ აბაშიძის მეთაურობით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG