Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო განმარტავს მის ვებსაიტზე აზარტული თამაშების რეკლამის გამოჩენის მიზეზს


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუკზე“, რა გახდა საპატრიარქოს ვებსაიტზე აზარტული თამაშების რეკლამის გამოჩენის მიზეზი.

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ სატესტო რეჟიმში გაეშვა საპატრიარქოს განახლებული ვებგვერდი, რომლის ახალი ფუნქციაა ე.წ. „ლაივ-სთრიმი" (პირდაპირი ეთერი). აღნიშნული ლაივი (საპატრიარქოს ტელევიზიის) დროებით აღებულია ვიდეოპორტალ „მაივიდეოდან", რის გამოც პირდაპირი ჩართვის დროს გამოჩნდა აზარტული თამაშების რეკლამა. აღნიშნულმა ფაქტმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. როგორც აღვნიშნეთ, ვებგვერდი სატესტო რეჟიმშია და შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად გაკეთდება უშუალოდ საპატრიარქოს გვერდისთვის განკუთვნილი და მორგებული სთრიმი, ამ დროისათვის სწორედ ამ მიზეზით პირდაპირი ეთერი გათიშულია“, - აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

XS
SM
MD
LG