Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი არჩევნებზე: თუ ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდებიან, ყველა მხარისთვის მარცხი იქნება


აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ თუკი საქართველოში არჩევნების საკითხზე არსებობს მხარეებს შორის შეთანხმების შესაძლებლობა, ეს მალე უნდა მოხდეს. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში არჩევნების საკითხზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგზე საუბრის დროს თქვა.

"თუკი ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს (თუმცა, გულწრფელად მჯერა, რომ ისინი გამონახავენ ყველასთვის მისაღები შეთანხმების მიღწევის გზას), ძალიან სამწუხარო მარცხი იქნება ყველა მხარისთვის. თუკი შეთანხმება ვერ მიიღწევა, არა მგონია, ვინმემ შეძლოს თავის გამარჯვებულად გამოცხადება. ვფიქრობ, სწორედ ამის თქმა სურდა კონგრესმენ კინზინგერსაც თავის ინტერვიუში", - აღნიშნა დეგნანმა.

მისი თქმით, მის ქვეყანაშიც არ არის მარტივი სხვადასხვა მხარის წარმომადგენლების შეკრება და განსხვავებულ პოზიციებზე მსჯელობა.

"არა მხოლოდ უნდა იმსჯელონ, არამედ უნდა მიაღწიონ კომპრომისებს, რასაც პოლიტიკური ლიდერობა სჭირდება... ისინი ამას სერიოზულად უდგებიან და სურთ იპოვნონ გამოსავალი, რომელზეც ყველა თანახმა იქნება", - თქვა მან.

კელი დეგნანის სრულ ინტერვიუს გაეცანით აქ:

ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან
please wait

No media source currently available

0:00 0:35:02 0:00

XS
SM
MD
LG