Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან 2 თეთრზე მეტით გაუფასურდა


ბოლო ერთ თვეში ლარის თითქმის 11-თეთრიანი გამყარების შემდეგ დოლართან 2 თეთრზე მეტით გაუფასურდა. ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.

დღეს, 9 მარტს, ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2,7748 ლარი ღირდა, ხვალიდან კი 2,7963 ლარი ეღირება. დღის დასაწყისში Bloomberg-ის კურსით ერთი დოლარი 2,7750 ლარი ღირდა, ახლა [17:09] კი 2,805 ლარი ღირს.

დოლარის ყიდვა უკვე გაძვირდა საქართველოს ორ ყველაზე დიდი კომერციულ ბანკში. თიბისი ბანკში 1 დოლარი 2,85 ლარი ღირს, საქართველოს ბანკში კი 2,8450 ლარი.

XS
SM
MD
LG